суббота, 9 ноября 2013 г.

სენაკი - მშობლიური ქალაქი

სენაკი - "ძველი ისტორიული ქალაქი"


       სენაკი — ქალაქი საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1933-1976 წლებში მიხა ცხაკაია ერქვა, 1976-1989 — ცხაკაია. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 28,6 ათასი (2002 წ.). სენაკში არის ხალიჩების და ჩაის ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები, ასევე სხვადასხვა პროფილის სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლი, თეატრი, მიხა ცხაკაიას სახლ-მუზეუმი. ქალაქის ცენტრალურ პარკში დაკრძალული არიან პოეტი გ. ჭალადიდელი და სსრკ გმირი ა. წურწუმია. სენაკთან ახლოს მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია.


         სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურებების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად, ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და სერებს.სენაკის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის უმნიშვნელოვანესი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით.დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30მ-ს აღწევს. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთკიდესთან. რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელსუწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს. მდ. ცივი სათავეს იღებს ეკის მთის ჩრდილოეთი ნაწილიდან,მდინარის კალპოტი ვიწროა და კლაკნილი,ჭორომები ზოგან ჩანჩქერებს ქმნიან. მდ. ტეხური ეგრისის ქედიდან იღებს სათავეს. გარდა წყალდიდობისა,მას წყალმოვარდნაც ახასიათებს. ცივსა და ტეხურს ასაზრდოებენ პატარა მდინარეები და ღელეები: ფიცუ,ნახური, ჩხარი, ფაქვა, მენჯი, უჩაღელუ,ეკუსკირი.
  სენაკი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრითა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული მხარეა. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს კასტრული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, გოგირდოვანი წყლების რესურსი ნოქალაქევის თემში, ბალნეოლოგიური - კურორტისთემში.სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით,რომელთაგან აღსანიშნავია მინერალური და კასტრული მტკნარი წყაროები. თერმული მინერალური წყაროები გვხვდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში და სხვაგან.


    სენაკის ტერიტორია უძველესი პერიოდიდან იყო დასახლებული. ეს რეგიონი ყოველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემდგენლობაში მურვან ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის დანგრევამდე. შემდეგ, აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის დროიდან კი - ოდიშის სამთავროში. შუა საუკუნეების დასასრულს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შხეფის ციხე. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სენაკი კვლავ სამეგრელოს სამთავროში შედის, ხოლო 1867 წლიდან 1917 წლამდე - ქუთაისის გუბერნიაში. 
     სენაკი, რომელსაც 1921 წელს ეწოდა ქალაქი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი იყო. თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ და რკინიგზის სადგურის მშენებლობის დამთავრებამ ხელი შეუწყო ახალი ქალაქის მნიშვნელობის ზრდას. მან თავისი მდებარეობით მალე დაჩრდილა სენაკის ყოფილი ცენტრი, რომელსაც ძველი სენაკი დაერქვა, დღევანდელ სენაკს კი -ახალსენაკი. 1921 წლიდან, გასაბჭოების შემდეგ, სენაკი მაზრის ცენტრია, რომელიც აერთიანებს აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის რაიონებს. 1930 წლიდან სენაკი დამოუკიდებელი რაიონია, რომელსაც 1935-1989 წლებში ერქვა მიხა ცხაკაია. 1990 წლიდან კვლავ დაუბრუნდა ადრინდელი სახელი - სენაკი.

ქალაქის ანკეტა:

ფართობი - 520,7კვ.კმ 
კლიმატი - სუბტროპიკული ზონა 
ქალაქი - 1 
სოფელი - 14 
მანძილი თბილისამდე - 270 კმ 
მანძილი ზუგდიდამდე - 45 კმ 
უახლოესი პორტი, ქალაქი ფოთი - 35კმ 
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ.სენაკი 
უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარი - 42კმ 
ქალაქის მოსახლეობა - 27 217 
სოფლის მოსახლეობა - 21 137 
მოსახლეობა(დევნილთა ჩათვლით) – 48 854 
მათ შორის: 
ქალი - 27 191 
კაცი - 21 663 
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა: 
1)ქართველი - 98 % 
2)რუსი - 0,6% 
3)ასირიელი - 0,2% 
4) სხვა - 0,2% 
წყლის ძირითადი არტერიები: 
1) არტეზიული ჭები 
მუზეუმები: 
1) ჟ.შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 
2)ჟ. შარტავას სახელობის მუზეუმი 
3)არნ. ჩიქობავას სახელობის სახლ-მუზეუმი 
4)თ. დავითაიას სახელობის სახლ-მუზეუმი 




        სენაკში არის 22 საჯარო და 9 კერძო სკოლა სოფლის მეურნეობა: 
მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს მიწა წარმოადგენს. 
სენაკის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რეგიონს მიეკუთვნება. 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 520,7 კვ. კმ-დან სასოფლო სამეურნეო სავარგულია 22 260 ჰექტარი, რაც მთლიანი ტერიტორიის 42,7%-ია. 
მათ შორის: 
სახნავი - 10953 ჰა (49%) 
საძოვარი - 7 025 ჰა (32%) 
სათიბი - 20 ჰა (0,1%) 
მრავალწლიანი ნარგავები - 3 907 ჰა (17%) 
ნასვენი - 349 ჰა (1,5%) 

       საავტომობილო გზების სიგრძე: 
1)სახელმწიფო მნიშვნელობის გზა - 75,2 კმ 
2)ადგილობრივი მნიშვნელობის გზა - 273 კმ 
მუნიციპალიტეტის მინერალური და რეკრეაციული რესურსები: 
მტკნარი წყლების ჭაბურღილები ნოსირის, ახალსოფლის, მენჯისა და ლეძაძამეს თემებში 
თერმული წყლების ჭაბურღილები მენჯის და ნოქალაქევის თემებში 
კირქვის საბადო ეკის მთაზე 
ქვიშის კარიერი მდინარე რიონზე 
ხრეშის კარიერი მდინარე ტეხურზე 
საკურორტო და ტურიზმის რესურსები: 
კურორტი ,, მენჯი’’ 
ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტი ,, ნოქალაქევი’’ 
არქეოლოგიური კომპლექსი ციხე - გოჯი ,, არქეოპოლისი’’ 
სოფელ ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი 
შხეფის ციხე 
სპელეოტურიზმის გასავითარებლად კასტრული მღვიმეები მდებარეობს ეკის მთებში - უნაგირას მთაზე, მენჯის თემში - საწულეისკირიოს უბანსა და შხეფის უბანში 
რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით სენაკში, ქუთაისის ქუჩაზე, რაიონული ცენტრიდან 3,5 კმ - ის დაშორებით მდებარეობს ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. აღნიშნული ტაძარი განსაკუთრებით საინტერესოა პილიგრიმებისათვის, ვინაიდან აქ ინახება უდიდესი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თითი, აგრეთვე მენჯის მთავარანგელოზთა სავანე, სადაც დაკრძალულია წმინდა ბერი ალექსი შუშანია.

_________________________________________________________________________________

   მგონი წარმოდგენა შეგიქმენით ჩემს მშობლიურ ქალაქზე... შემდეგ ბლოგებში მის ღირსშესანიშნაობებს დავდებ, და უფრო დაწვრილებით გაგცნობთ აქ საინტერესო ქალაქს...

BY  Bacho


1 комментарий:

  1. ამჟამად სენაკში 20 საჯარო და 7 კერძო სკოლაა...

    ОтветитьУдалить